ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს.
ამასთან, ნაუსედამ ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის სრული მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
"ყველასთვის, ვინც ამბობს, რომ უკრაინის ომით დაიღალა, ეს არის შეხსენება ტერორისტული რუსეთისთვის, რომ მის სისასტიკესა და სისხლის ღვრას საზღვარი არ აქვს", - აღნიშნა მან.
ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, დნეპრი, ოდესა, ლვივი, ზაპოროჟიე და სხვა ქალაქები. არიან დაღუპულები და დაშავებულები.